Sunday, July 19, 2015

მეცხრე დღე

ძალიან საინტერესო დღე იყო დღევანდელი დღე....დღეს გვქონდა პროექტების პრეზენტაცია..ძალიან მომეწონა ხათუნა ნონიკაშვილის პროექტი...საინტერესო და სახალისო იყო....მოსწავლეების მოტივაცია ნამდვილად მაღალი იქნება....ძალიან კარგი საკითხები ჰქონდათ არჩეული ელიზას,მაიას,კახას....აქტუალური თემები ჰქონდათ.....მგონი ჩემი პრეზენტაციაც არ იყო ცუდი...თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა 

Friday, July 17, 2015

მეშვიდე დღე

კარგი დღე იყო,არ გადავიღალე სხვა დღეების მსგავსად....დღეს დავასრულეთ პროექტის პროცედურები,შევქმენით შეფასების რუბრიკები...კარგია რომ დღეს ადრე დავამთავრეთ....კიდევაც როგორ მოვახერხე წნევიანმა ქალმა...

Sunday, July 12, 2015

მეექვსე დღე

ნამდვილად არ იყო დამღლელი დღე...პირიქით, ძალიან საინტერესო და სახალისო დღე იყო....დღეს ვიმუშავეთ პოვერ-პოინტში და გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.
მაია...ელიზა...ძალიან ბევრი დაგაკლდათ დღეს რომ ვერ დაესწარით ტრენინგს.

Saturday, July 11, 2015

მეხუთე დღე

დღეს კიდევ ერთი დამღლელი მეხუთე დღეა....მართალია ბევრს ვსწავლობთ,მაგრამ ამ სიცხეებსა და უჰაერობაში ცოტა ხალისი მეკარგება....ამ ყველაფერს ემატება ჩემი ანტიალერგიული წამლები და მოკლედ,შავ დღეში ვარ......
დღეს გავეცანი პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ და გადმოვწერეთ მარტივი პრეზენტაცია.ვისწავლეთ ბლოგში სურათების ჩასმა და ბოლოს ვიმუშავე ჩემი პროექტის გარკვეულ მონაკვეთზე წინა ტრენინგიდან გამორჩენილ ნაწილზე.

შერეული წილადი

რა არის წილადი?

წილადების შედარება

MOV06831 მათემატიკის გაკვეთილი - tezris skola

Saturday, July 4, 2015

მესამე დღე

დღეს დავამთავრე მშობლის ბუკლეტი....ბევრი ვეცადე ,რომ კარგი გამომსვლოდა....
პროექტის გეგმაში ესგ - დან შევიტანე საკვლევი თემის სტანდარტი და ინდიკატორები...ასევე განვსაზღვრე თემის მიზნები და ამოცანები,რომელშიც დავიხმარე ბლუმის ახალი ტაქსონომია და 21-ე საუკუნის უნარჩვევების ლექსიკონის სიტყვები.მოკლედ ზალიან დამღლელი და შრომატევადი ტრენინგი იყო.....

Sunday, June 28, 2015

მე-2 დღე

კიდევ უფრო საინტერესო  დღე იყო ,ვიდრე გუშინდელი დღე.
დღეს ვისწავლე ბლოგზე კომენტარის გაკეთება... ასევე ვისწავლე თუ როგორ იქმნება ბუკლეტი მშობლისათვის. ..ბუკლეტი დამეხმარება ,რომ მშობელი დავარწმუნო თუ რამდენად აუცილებელია პროექტების შექმნა  სასწავლო პროცესის დროს .

Saturday, June 27, 2015

დღე 1

ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო.მიმდინარე ტრენინგები ჩვენ დაგვეხმარება რომ ვიყოთ  21-ე საუკუნის ღირსეული პედაგოგები,ასევე ჩვენი მოსწავლეებიც ჩვენი დახმარებით იქნებიან მრავალმხრივად განვითარებულები,რაც 21-ე საუკუნის მომავალი თაობისათვის არის აუცილებელი.