Sunday, July 19, 2015

მეცხრე დღე

ძალიან საინტერესო დღე იყო დღევანდელი დღე....დღეს გვქონდა პროექტების პრეზენტაცია..ძალიან მომეწონა ხათუნა ნონიკაშვილის პროექტი...საინტერესო და სახალისო იყო....მოსწავლეების მოტივაცია ნამდვილად მაღალი იქნება....ძალიან კარგი საკითხები ჰქონდათ არჩეული ელიზას,მაიას,კახას....აქტუალური თემები ჰქონდათ.....მგონი ჩემი პრეზენტაციაც არ იყო ცუდი...თუმცა უკეთესიც შეიძლებოდა 

Friday, July 17, 2015

მეშვიდე დღე

კარგი დღე იყო,არ გადავიღალე სხვა დღეების მსგავსად....დღეს დავასრულეთ პროექტის პროცედურები,შევქმენით შეფასების რუბრიკები...კარგია რომ დღეს ადრე დავამთავრეთ....კიდევაც როგორ მოვახერხე წნევიანმა ქალმა...

Sunday, July 12, 2015

მეექვსე დღე

ნამდვილად არ იყო დამღლელი დღე...პირიქით, ძალიან საინტერესო და სახალისო დღე იყო....დღეს ვიმუშავეთ პოვერ-პოინტში და გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.
მაია...ელიზა...ძალიან ბევრი დაგაკლდათ დღეს რომ ვერ დაესწარით ტრენინგს.

Saturday, July 11, 2015

მეხუთე დღე

დღეს კიდევ ერთი დამღლელი მეხუთე დღეა....მართალია ბევრს ვსწავლობთ,მაგრამ ამ სიცხეებსა და უჰაერობაში ცოტა ხალისი მეკარგება....ამ ყველაფერს ემატება ჩემი ანტიალერგიული წამლები და მოკლედ,შავ დღეში ვარ......
დღეს გავეცანი პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ და გადმოვწერეთ მარტივი პრეზენტაცია.ვისწავლეთ ბლოგში სურათების ჩასმა და ბოლოს ვიმუშავე ჩემი პროექტის გარკვეულ მონაკვეთზე წინა ტრენინგიდან გამორჩენილ ნაწილზე.

შერეული წილადი

რა არის წილადი?